Call Icon Burger Icon
Ka

სიახლეები

Ortachala Gate – სიმყუდროვის კარიბჭე

Ortachala Gate – სიმყუდროვის კარიბჭე

იმის მიუხედავად, რომ ქალაქში ათასობით სამშენებლო ნებართვაა გაცემული და პრაქტიკულად ყველა უბანში ახალი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება, თითქმის შეუძლებელია ისეთი ბინის პოვნა, რომელიც მშვიდ და მყუდრო უბანში, მოსახერხებელ ლოკაციაზე იქნება, ადგილზე გამართულ ინფრასტრუქტურასაც დაგახვედრებენ, პროექტში არც მწვანე და რეკრეაციული სივრცეები დაენანებათ და რაც მთავარია, _ ბინა, რომელსაც სახლს დაუძახებ.

სწორედ მსგავსი, უნივერსალური საცხოვრებელი სივრცეების შექმნა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა გახდა „ატლანტ დეველოპმენტის“ დაფუძნების მიზეზი, კერძოდ, ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს, დააკავშირებს მათ ერთმანეთთან და ახალ ყოველდღიურობაში, _ თბილისისათვის უცხო სიმყუდროვეში შეუძღვება.

ზუსტად ამ ღირებულებების გარშემო შეიქმნა პროექტი „Ortachala Gate“.
„Gate“ ქართულად კარიბჭეს ნიშნავს და ზუსტად ავლებს იმ ზღვარს,
რომელიც ჩვენს პროექტებს დანარჩენი ქალაქისგან გამოარჩევს.

პროექტის შესახებ
„ორთაჭალა გეითი“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმპიკის“ უკან შენდება.
პროექტი განთავსებულია 11888.0 კვ.მ-ზე და მოიცავს 2-ბლოკიან საცხოვრებელ კომპლექსს, მიმდებარე სივრცეში განთავსებულ მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასთან ერთად.
„ორთაჭალა გეითი“ მაცხოვრებლებს ბინების დიდ და მრავალფეროვან არჩევას სთავაზობს. დაწყებული სტუდიოს ტიპის, კომპაქტური ბინებიდან, დასრულებული მრავალწევრიან ოჯახებზე გათვლილი აპარტამენტებით.

ინფრასტრუქტურა:

  • 5160 კვ.მ. შიდა ეზო და რეკრეაციული ზონა;
  • საბავშვო სივრცე და სპორტული მოედნები;
  • 98 დახურული და 317 ღია ავტოსადგომი;

ყველაზე კითხვადი

დიღომი გეითი

ჩვენი ახალი პროექტი, “დიღომი გეითი” 18 სართულიანი მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც დიდი დიღომში, კათოლიკოს აბრამ I – ის ქუჩაზე შენდება.

მოასწარი „Ortachala Gate“-ში ბინის შეძენა !

თუ ქალაქის ცენტრთან ახლოს, მყუდრო და კომფორტულ საცხოვრებელს ეძებ, მაშინ აუცილებლად წაიკითხე ეს სიახლე ბოლომდე „ორთაჭალა გეითი“ Atlant Development-ის ახალი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ჩოლოყაშვილის ქუჩასა და მდინარე მტკვარს შორის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი „ოლიმპიკის“ უკან შენდება.